მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა განმარტავს, როდის განაახლებენ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ფრენებს

5f16c0a50dede
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.20 14:24
3278
"როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, ასევე, როდესაც მსოფლიო და ის ქვეყნები იქნებიან მზად, საიდანაც ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს, მაშინ დავუშვებთ ფრენებს",  - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიერ საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლის აღდგენის თარიღს შეეხებოდა.

ნათია თურნავას თქმით, WizzAir-ისგან ოფიციაულურად ფრენების განახლების მზაობა 10 მიმართულებით იყო, თუმცა ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც ჯანმრთელობა ჰქვია.

„მოდით, კიდევ ერთხელ ავხსნი რატომ არის რომ „რაინეართან“ და „ვიზეართან“ მოლაპარაკებები უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე, მაგალითად, "ლუფთჰანზასთან" ან თუნდაც „ეარფრანსთან“ დაგვჭირდა.

"ვიზეარი" და "რაინეარი" ორივე არის ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, ფრენების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულონ. ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ, ვერ იფრენენ კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ეს წამგებიანი ფრენა იქნება მათთვის, ამიტომ მათთან მოლაპარაკება მიმდინაროებს.

ამ ეტაპზე, მათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული ჰქონდათ 10-ზე მეტი მიმართულება, ეს კი ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები, როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც კომპანია ფრენებს განახორციელებს, დავუშვებთ ამ ფრენებს, რადგან „ვიზეარი“ საქართველოს ბაზარზე ჩვენი დიდი მხარდაჭერით არის შემოყვანილი. ყველაზე დიდი სურვილი გვაქვს, რომ კვლავ მასშტაბურად აღდგეს მათი ფრენები, მაგრამ მთავარია, ძირითადი მონაპოვარი - ჯანმრთელობა დავიცვათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.