მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: გენერალი ბენ ჰოჯესის განცხადება ანაკლიაზე არასწორია

5e3be5c9abb0f
შოთა ტყეშელაშვილი
06.02.20 12:00
1052
"მოგახსენებთ, რომ ეს განცხადება რა თქმა უნდა არასწორია, არ ეყრდნობა სწორ ფაქტებს,"- ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა "აქცენტთან" საუბარში განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა ანაკლიის პროექტის განვითარება.

"ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ უჭერს მხარს ანაკლიის პროექტს და ნაცვლად ამისა, კრემლის ზეწოლას უხრის თავს. ამით საქართველო კარგავს შანსს, შეცვალოს ეკონომიკური და უსაფრთხოების დინამიკა მთელი შავი ზღვის რეგიონში,"- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ანაკლიის პროექტის მომავლის შესახებ ისაუბრეს და მიიღეს გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში გადავიდეს, რათა სამინისტრომ ახალი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების ღონისძიებები უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დადებული საინვესტიციო ხელშეკრულება 2020 წლის 9 იანვარს გაწყვიტა.