ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას სურვილია, რომ ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა "მაღალ დონეზე" ჩაიაროს.
საქმე ისაა, რომ ეკონომიკის მინისტრს დღეს ჟურნალისტმა ჰკითხა - იგეგმება თუ - არა ზაფხულის კურორტების სრულად გახსნა და რამდენად გაკონტროლდება ეპიდსიტუაცია.
"ვაქცინაციის გაძლიერებული პროგრამის მეშვეობით, გვინდა, ზაფხულის სეზონი ჩავატაროთ შესანიშნავად, კარგად და მაღალ დონეზე, როგორც - ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის: უკვე 6 თვეა ქვეყანაში ე.წ. "კომენდატის საათი" მოქმედებს და 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია; შაბათ-კვირას არ მუშაობენ რესტორნები. ასევე საქართველო ტურისტებს, ჯერჯერობით, მხოლოდ საჰაერო გზით იღებს და უცნობია, როდის გახსნის ქვეყანა სახმელეთო საზღვრებს.