მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ ანაკლიის კონსორციუმთან დავა არბიტრაჟში არ გაგრძელდება

5e4a4bb321e8b
ინგა მურუსიძე
17.02.20 12:32
1046
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საარბიტრაჟო დავა დღის წესრიგში არ დადგება, თუმცა ამბობს, რომ ეს მათი უფლებაა.

თურნავას თქმით, კონსორციუმის სუვერენული უფლებაა მიმართოს არბიტრაჟს და ძალიან ბევრი რამ იყო რეგულირებული ხელშეკრულებით, მათ შორის დავის შემთხვევაში.

„ჩვენ გვირჩევნია, რომ უფრო მშვიდობიანად მოგვარდეს ეს საკითხი, თუმცა თუ იდავებენ, ეს მათი უფლებაა. იმედი გვაქვს, რომ ეს დავა არ დადგება დღის წესრიგში. ხელშეკრულების აღდგენას მათთან ჩვენ არ ვგეგმავთ. რაც შეეხება გეგმებს ანაკლიასთან დაკავშირებით, ის რჩება ჩვენს პრიორიტეტად და ახლა ვმუშაობთ აქტიურად იმაზე, რომ ხელახლა გამოცხადდეს ტენდერი. გვინდა, რომ ეს ტენდერი ჩატარდეს ძალიან მაღალ დონეზე, ამიტომაც გვინდა იქ ჩავრთოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ მოვლენილი კონსულტანტები, რადგან ტენდერი იყოს უფრო გამჭვირვალე და დამაჯერებელი. ჩვენ მივესალმებით ამ პროექტში ამერიკელი ინვესტორების, ამერიკული კომპანიების ან რომელიმე ძლიერი ევროპული ინვესტორების ჩართვას“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, თუ რომელი გამოგზავნის კონსულტანტებს საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არბიტრაჟს სავარაუდოდ მარტში მიმართავს, - ამის შესახებ კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ახვდელიანმა განაცხადა.