30.ივლისი .2021 13:26

ნათია თურნავა ივნისში ეკონომიკის 18.7%-ით ზრდას აფასებს

ნათია თურნავა ივნისში ეკონომიკის 18.7%-ით ზრდას აფასებს
views 337
უკან

„ივნისში საკმაოდ მაღალი 18,7%-იანი ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ პერიოდისთვის. ამასთან, ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020 წლის ივნისთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, წელს 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ასე რომ, ჩვენ აბსოლუტური ზრდა გვაქვს ისეთ წარმატებულ წელიწადთან, როგორიც იყო 2019 წელი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც „საქსტატის“ მიერ 2021 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა.

ნათია თურნავას კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდაა თითქმის ყველა დარგში.

მისივე თქმით, განსაკუთრებით გამოირჩევა გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო და საფინანსო სექტორი, სასტუმრო და სხვა განთავსების ობიექტები, მშენებლობა და ვაჭრობა. „ესაა საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი დარგები. მოლოდინი გვაქვს, რომ, ჯერ ერთი, შესრულდება ვარაუდი, რომ მიმდინარე წელი სულ მცირე 7,7%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება, ასევე გაიზრდება დასაქმება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა