19.მარტი .2020 15:01

ნათია თურნავა: „მადლობა კომპანიებს, რომლებმაც დაიწყეს პირბადეების წარმოება, მათ შორის, უსასყიდლოდაც“

views 302
უკან

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებს, ვინც ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და მათ შორის, პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უსასყიდლოდაც ამზადებენ, პირველ რიგში, ეს არის „აჭარა ტექსტილის“ საწარმო, სადაც ახლა ვიმყოფები, ასევე სხვა საწარმოებიც, მათ შორის სამკერვალო ფაბრიკა „მოვი“, რომელიც პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უფასოდ ამზადებს. ასევე „სმარტფარმი“, რომელმაც თავისი მარაგებიდან დოლბანდის მოწოდება უზრუნველყო, ასევე უფასოდ, კომპანია „სეზანი“, რომელმაც უსასყიდლოდ დაამზადა და მოგვაწოდა ყუთები. ყველას დიდი მადლობა“, - ეს განცხადება ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს გააკეთა.

ეკონომიკის მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსთან, გელა მგელაძესთან და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაღალია კონსოლიდაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, ერთიანი ვართ მთელი საზოგადოება, რაც მაძლევს იმედს, რომ შევძლებთ გადავლახოთ ეს გლობალური გამოწვევა“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებულია მარაგების უწყვეტ მოწოდებაზე, რაზეც მუშაობა მიდის. 

„ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობლებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საელჩოებთან ერთად და მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა