მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: პირბადე დღეს მოდური აქსესუარი არ არის

5e904300526f1
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.20 14:05
955
ჩვენთვის ეს ქართული წარმოების დოლბანდი პირბადე არის უფრო გაცილებით ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული ატრიბუტი, - ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფოს ორგანიზებით დამზადებული პირბადეების დიზაინი.

მისი თქმით, ამ პირბადეებს გავლილი აქვთ დაავადებათა ეროვნული ცენტრის შემოწმება და ბაზარზე არსებულ პირბადეებს შორის ყველაზე უსაფრთხოა.

"რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, მოდი ასე ვთქვათ - პირველ რიგში, ყველას უნდა გვახსოვდეს და მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის, რომ პირბადე დღეს არ არის მოდური აქსესუარი, ეს არის პირველ რიგში, პირადი დაცვის საშუალება, რაც თითოეულ ჩვენთაგანს გვიცავს ეპიდემიისგან და აუციელებელია ტარებისთვის.

ჩვენ ალბათ ყველას ძალიან გაგვიხარდება და როდესაც გადავლახავთ ამ გამოწვევას, მოვერევით კორონავირუსს და დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ პირბადეს შევხედავთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც დიზაინერულ ატრიბუტს და არა როგორც უმნიშვნელოვანეს ნივთს, რომელიც დღეს ჩვენს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას იცავს, თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ.

მე რომ მკითხოთ, ეს არის დღეს ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რომელიც რაც მთავარია იკერება დღეს საქართველოში - ეს არის ქართული წარმოების პირბადე და ათასობით ადამიანს ვასაქმებთ. ახლა სამკერვალო ფაბრიკებში ვინც არიან, დღე და ღამე ჩართულები არიან მათ კერვაში. ჩვენთვის ეს ქართული წარმოების დოლბანდი პირბადე არის უფრო გაცილებით ლამაზი და უკეთესი, ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული ატრიბუტი.

აუციელებლია ითქვას, რომ ჩვენი პირბადეები გამოირჩევა იმით, რომ თითოეული მასალის ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში, ეს ნედლეული იქნა შერჩეული დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით. ჩვენ ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით გვაქვს და აქედან გამომდინარე დარწმუნებულები ვართ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია დღეს ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის", - განაცხადა თურნავამ.