მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია სრულიად გადაეწყო

5eb7a13a2642e
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.20 11:24
1376
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირაში” განაცხადა, რომ მთავრობამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოზიდვის სტრატეგია სრულაად ახალ მოდელზე გადააწყო.

მინისტრის თქმით, ახალი სტრატეგია ორიენტირებულია იმ კომპანიების მოზიდვაზე, რომლებიც შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე გადაწყვეტენ რომ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები ჩინეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც ჰქონდეთ და ამით უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოება.

“COVID-19-ის პანდემიამ გვიჩვენა, რომ 56,000 გლობალურ კორპორაციაზე მეტმა სამწუხაროდ შეწყვიტა საკუთარი საქმიანობა იმის გამო, რომ შეიქმნა ჩინეთში ეს პრობლემა, შესაბამისად ეს კომპანიებისთვის იქცა უსაფრთხოების საკითხად. შესაბამისად, ჩვენ საქართველო უნდა ვიქცეთ იმ ნომერ პირველ პლატფორმად, სადაც ბიზნესები აირჩევენ გადასვლას და სადაც გადაიტანენ თავის მიწოდების ჯაჭვის გარკვეულ ნაწილებს ან მთლიანად წარმოებებს. ამის დასაბუთება ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია და ჩვენი FDI-ის სტრატეგია სწორედ ამაზე გადაეწყო.

თქვენ გსტუმრობდათ მიხეილ ხიდურელი, რომელიც “აწარმოე საქართველოში”-ს ხელმძღვანელობს და მის გუნდთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ დასაბუთებული გზამკვლევი გლობალური კორპორაციებისთვის ასევე საკომუნიკაციო სტრატეგია, რომლითაც ჩვენ გავდივართ 400-ზე მეტი კორპორაციის ტოპ მენეჯმენტზე და ვუსაბუთებთ მათ თუ რატომ არის საქართველო ნომერ პირველი არჩევანი, იმისთვის რომ საკუთარი ბიზნესების გადანაწილება მოახდინონ, ვიდრე ეს არის ჩინეთი ან აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნები,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

2020 წლის პირველი კვარტლის პირდაპირი უცხპური ინვესტიციების ანგარიში ჯერ არ გამოქვეყნებულა, 2019 წლის მდგომარეობით კი ქვეყანაში FDI-ის სახით $1.26 მილიარდი დოლარი ჩაიდო, რაც წინა წელთან შედარებით $20 მილიონით მეტი იყო.


ნათია თურნავა Forbes-ის კვირაში: