"დღეიდან ღია სივრცეში სხვადასხვა სოციალური ღონისძიებების, მათ შორის კონცერტებისა და ქორწილების გამართვა პრაქტიკულად დაშვებულია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, დაშვების მიუხედავად, დაცული უნდა იყოს ზომიერება და ყველა ის აუცილებელი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის პროტოკოლით არის გათვალისწინებული.
„ყველა ახალგაზრდას ვულოცავ ამ რეგულაციების შემსუბუქებას. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი ადამიანებისთვის, დასაქმებულებისთვის, მათ შორის ფოტოგრაფებისთვის, მუსიკოსებისთვის, ივენთ მენეჯერებისთვის, სატრანსპორტო კომპანიებისთვის, რესტორნებისა თუ სასტუმროებისთვის, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა აუცილებელი რეკომენდაცია, მათ შორის ის, რომ ასეთ ღონისძიებებზე 100 ადამიანზე მეტმა არ უნდა მოიყაროს თავი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ეტაპობრივად ხდება შეზღუდვების ლიბერალიზაცია და პრაქტიკულად, ძალიან მცირე სფერო დარჩა, სადაც შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. ასევე მზადდება პროტოკოლი სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით და აქაც ლიბერალური მიდგომები იქნება გამოყენებული.
„თუმცა მეორე მხრივ, ვირუსი არსად გამქრალა, მძვინვარებს და მსოფლიო ახალ, სამწუხარო ნიშნულებს აღწევს ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ. ჩვენ გარკვეულწილად გავხსენით საზღვრები მონიტორინგის ქვეშ, ხდება ბიზნესვიზიტორების შემოსვლა, ნაწილობრივ დავუშვით რეგულარული რეისები. მაგრამ თუ გვინდა, რომ შემდგომში მხოლოდ ამ დადებითი დინამიკით ვიაროთ, მეტი საქმიანობა გახსნათ და არ მოგვიხდეს ისევ უკან დახევა, რა თქმა უნდა, სიფრთხილე და დიდი სოცოალური პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას