მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა პრემიერის დავალებას ასრულებს და ტყიბულში მიდის

5d8c632148598
ლიკა გურაბანიძე
26.09.19 11:09
889
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის პრემიერ გიორგი გახარიას დავალებას ასრულებს და ტყიბულში მიდის. მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტყიბულის საკითხის გარდა სხვა თემებზე არ ისაუბრა, მან ჟურნალისტებს მოუბოდიშა და განუცხადა, რომ მას ტყიბულში ეჩქარებოდა.

„დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამავალა, რომ ადგილზე ჩავიდე არა ვითარების გასაცნობად, რაც მე ძალიან კარგად ვიცი, რადგან წლებია ამ სისტემაში ვმუშაობდი, არამედ იმისათვის, თუ რა პრობლემები აწუხებთ დღეს ჩვენ მეშახტეებს, ძალიან რთული და ამავდროულად საჭირო პროფესიის წარმომადგენლებს.

ჩემი დავალებაა, რომ ჩავიდე კიდევ ერთხელ გავიარო ინვესტორ კომპანიასთან ერთად ყველა დეტალი, თუ რატომ წარმოიქმნა პრობლემა? ასევე კონკრეტულად ხელფასებთან დაკავშირებით რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ვიცი, რომ მათ გარკვეული გეგმა აქვთ და კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რათა პრობლემა გადავწყვიტოთ. ეს არის ჩემი დავალება, უკაცრავად ვჩქარობ, უნდა გავემგზავრო,“ - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ტყიბულში ჩასვლა დაავალა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.