მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: "ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას"

60755db53ca20
ინგა მურუსიძე
13.04.21 13:10
2366
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, “ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს“.

ასე ეხმაურება თურნავა 2021 წლის მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას, რომელიც დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

მინისტრის განცხადებით, 2021 წლის მარტში ექსპორტის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიური პარამეტრი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელი ექსპორტის მოცულობის მიხედვით რეკორდული იყო საქართველოსთვის.

„ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით - საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.