მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

609d0d4fefed4
ინგა მურუსიძე
13.05.21 14:00
637
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

მან ვაქცინა აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფოში) ჩაიტარა.

აცრის გაკეთების შემდეგ ნათია თურნავამ ვაქცინაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.