მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: "ქუთაისის პარლამენტის შენობის პრივატიზება მარტივი არ იქნება"

5e5661903a226
თათია ჩაფიჩაძე
26.02.20 16:14
1198
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობის პრივატიზება მისი ღირებულებიდან გამომდინარე, მარტივი არ იქნება.

როგორც მინისტრმა განმარტა, ბიზნესის დაინტერესების მიზნით, ამ ეტაპზე უწყება კონსულტანტებთან ერთად მუშაობს.

„ქუთაისის პარლამენტი არის ის შენობა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული კონსტრუქციაა და რომელმაც ამ ბოლო პერიოდში დაკარგა ფუნქცია და დატვირთა.
ჩვენი ამოცანაა ის, რომ არცერთი დაუტვირთავი აქტივი არ უნდა არსებობდეს ეკონომიკაში და ყველგან, სადაც კი შეიძლება პოტენციურად არსებობდეს კერძო ინტერესი, ჩვენ ეს ინტერესი უნდა გავაჩინოთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ძვირადრირებული შენობაა, 300 მლნ-ზე მეტი დაუჯდა ის ბიუჯეტს, არცთუ ისე მარტივი იქნება ამის პრივატიზება.

ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ უბრალოდ ელექტრონულ აუქციონზე როგორც არის დღეს ამ ფასით, ამ შეფასებით გასხვისდება. ამას სჭირდება მომზადება, ჩვენ განვახორციელთ ინვენტარიზაცია და ვმუშაობთ კონსულტანტებთან ერთად თუ რა ფორმით შევთავაზოთ ის ბიზნესს ისე, რომ მიმზიდველი იყოს”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გახარია: ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ