მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა რესტორნების მეიჯარეებს მიმართავს

602d479dbc424
თამთა ჯიჯავაძე
17.02.21 20:41
1085
მინდა მივმართო რესტორნების მეიჯარეებს, რომ კიდევ ცოტა მეტი მოთმინება გამოიჩინონ. ეს ინდუსტრია ძალიან მალე სრულყოფილად ამოქმედდება, ფეხზე დადგება და მათზე უკეთესი დამქირავებლები მერწმუნეთ არ გეყოლებათ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სარესტორნე ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად აღდგენადი ბიზნესია.

„აქედან გამომდინარე, ვთხოვ მეიჯარეებს, მოთმინებით მოეკიდონ და ნუ შეუქმნიან იმ რესტორნებს პრობლემებს, რომელთაც ნაქირავები აქვთ ფართები“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, მინისტრი დღეს რესტორნების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

სარესტორნო ბიზნესი შიდა სივრცეების დროულ გახსნასთან ერთად, შაბათ-კვირას საქმიანობის უფლებას და კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვდა, თუმცა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება სამწუხაროდ მიღებული არ არის და ამის არც მოლოდინი ჰქონდა ბიზნესს.

ის, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, არის ის, რომ რესტორნების შიდა სივრცეები ეტაპობრივად, რეგულაციების შედარებით მკაცრი დაცვით გაიხსნება, თუმცა როდის, ამის შესახებ დღეს შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.