მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: "რუსთავის აზოტის" ქარხანა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა

5dad9d858e7be
BM.GE
21.10.19 15:57
1883
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტმა ნათია თურნავამ რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის" კონდენსაციური ელექტროსადგურის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საწარმოს ენერგოხარჯებს 20%–ით შეამცირებს. სადგური აღჭურვილია Siemens-ის ორთქლის ტურბინის გენერატორით, რომლის სიმძლავრეც 9 მვტ-ია.

„მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მომელოცა რუსთავის აზოტისთვის ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ენერგეტიკული რეფორმა სწორი მიმართულებით ვითარდება. მსხვილ ენერგომომხმარებელ საწარმოებში, როგორიცაა „რუსთავის აზოტი" ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ინერგება. ორთქლის რესურსი, რომელიც იფრქვეოდა ატმოსფეროში, იმუშავებს საწარმოს სასარგებლოდ. გამოთავისუფლებული ფულადი რესურსები მოხმარდება საწარმოში დასაქმებული 2000 ადამიანის ხელფასის გაზრდას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მისი თქმით, სადღეისოდ, „რუსთავის აზოტის“ ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა.

აღსანიშნავია, რომ გენერატორი ელექტროენერგიას იმ ორთქლის მეშვეობით გამოიმუშავებს, რომელიც აზოტმჟავას საამქროს მიერ ტექნოლოგიურ პროცესში ადგილზე გამოიყოფა და აქამდე არ გამოიყენებოდა. ელექტროსადგური საწარმოს წარმოებისთვის საჭირო მთლიანი ელექტროენერგიის 20%–ს უზრუნველყოფს. კონდენსაციური ელექტროსადგურის პროექტისთვის „რუსთავის აზოტმა" 5,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.