მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: საბურთალოს "სითი მოლში" 210 მლნ ლარის ქართული ინვესტიცია განხორციელდა

5db53dc1e578c
BM.GE
27.10.19 10:50
4716
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “სითი მოლი საბურთალოს" სავაჭრო-გასართობი ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღო.

ცენტრი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს და 120 000 კვ.მ-ზეა განლაგებული. ცენტრის მშენებლობაში 210 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 3,500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ცენტრის გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და „სითი მოლის“ ინვესტორმა, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ.

„სავაჭრო-გასართობი ცენტრის პროექტი ქართული ინვესტიციით განხორციელდა და მას მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა 3,500 ახალი სამუშაო ადგილი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.