23.მარტი .2020 16:15

ნათია თურნავა: საგანგებო ვითარებაში ყველა კომპანია ვალდებულია, მთავრობის მოთხოვნები დაიცვას

views 540
უკან

„ჩვენ დავასრულეთ ყველანაირი მოლაპარაკება ავიაკომპანიებთან, ჩვენი გადაწყვეტილება და ხედვაა, ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში და ყველა კომპანია ვალდებულია, სხვა თუ არაფერი, პატრიოტული მოწოდებითაც კი, შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასა და კორონავირუსთან შეუფერხებელ ბრძოლასთან, მით უფრო, როდესაც ამას კანონიც ავალდებულებს. ესე შეეხება ავიაკომპანიებსაც“, - განაცხადება ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ორი სპეციალური ჩარტერული რეისი შესრულდება.

„სახელმწიფო არ განახორციელებს რაიმე სახის სუბსიდირებას, მაგრამ ავიაკომპანია, რომელიც ამ რეისს შეასრულებს,
მკაცრად არის გაფრთხილებული, რომ ბილეთის ფასი მაქსიმალურად მისაღები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ მათ ბილეთის ფასის მაქსიმალურ ზღვარს ვუწესებთ. ავიაკომპანია ასევე გაფრთხილებულია, რომ ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა უნდა მოხდეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიერ დაწესებული წესებით, თვითმფრინავის სალონში დაცული უნდა იყოს მგზავრთა ე.წ. ჭადრაკული განთავსების წესი. ჩვენ მიღებული გვაქვს დასტური „აირზენასგან“, რომ ისინი ამას დაემორჩილებიან იმიტომ, რომ ეს არის მოცემულობა, ეს არის დღევანდელი საგანგებო ვითარების რეალია და ამას ყველამ უნდა სცეს პატივი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

პრემიერის დავალებით, საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთების ფასზე ჭერი წესდება

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა