22.მარტი .2020 19:00

ნათია თურნავა: საწარმოებმა და ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები

views 323
უკან

საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება პირველ რიგში, ნაკარნახევია ჩენი მოქალაქეების უსაფრთხოებით, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვითა და ვირუსის გავრცელების პრევენციით, თუმცა ეს მდგომარეობა არ ნიშნავს მძიმე კარანტინს ან კომენდანტის საათს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების მიუხედავად ეკონომიკა, საწარმოები, ორგანიზაციები აგრძელებენ ფუნქციონირებას და მუშაობას ჩვეულ რიტმში და საკუთარი წვლილის შეტანას ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაში.

"ეს ეხება როგორც მრწეველობას, მშენებლობას, ასევე სხვა დარგებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში დაცული იყოს ეპიდემიოლოგების, მედიკოსების რეკომენდაციები და მითითებები, რომელიც მათ მიერ პერსონალის ვირუსისგან დაცვას შეეხება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მუშაობის გასაგრძელებლად აუცილებელია, რომ საწარმოებმა და ორგანიზაციებმა დაიცვან მარტივი წესები, მათ შორის თერმოსკრინინგი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საწარმოში თერმოსკანერის დამონტაჟებაა აუცილებელი.

"მათ შეუძლიათ ადგილზე მისულ თანამშრომლებს ტემპერატურა თერმომეტრით გაუზომონ. დარწმუნებული ვარ, ამას ნებისმიერი მზრუნველი კომპანია მარტივად უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაციებმა და საწარმოებმა პერიოდულად დეზინფექცირება უნდა ჩაუტარონ შენობებს, ასევე უზრუნველყონ თანამშრომლების პერსონალური სადეზინფექციო საშუალებებითა და პირბადეებით აღჭურვა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა