20.ოქტომბერი .2020 12:03

ნათია თურნავა შეზღუდვების მცხეთის რესტორნებზეც გავრცელების 2 მიზეზს ასახელებს

views 364
უკან

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, თბილისის რესტორნებთან დაკავშირებული შეზღუდვები ევროპული ქვეყნების მაგალითზე ამოქმედდა, თუმცა საქართველოში რესტორნების მუშაობის საათები მხოლოდ 22:00 საათამდე განისაზღვრა. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ესმის სექტორის საჭიროებები და პრობლემები, თუმცა არსებული ეპიდსიტუაცია ამ შეზღუდვების დაწესებას მოითხოვდა.

რაც შეეხება შეზღუდვების მცხეთის რესტორნებზე გავრცელებას, მინისტრმა განმარტა მიზეზები, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. 

"თბილისის რესტორნებიდან მოდიოდა წუხილი, რომ ადამიანებმა, რომლებიც გვიანობამდე სტუმრობდა რესტორნებს, შეზღუდვების შემდეგ მარტივად გადაინაცვლეს მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული რესტორნებისკენ, რაც ნორმალურ ვითარებაში არის ძალიან სასიამოვნო ადგილი, მაგრამ ეს ერთის მხრივ ასუსტებდა ჩვენი გადაწყვეტილების ეფექტურობას, იმიტომ, რომ მობილობას არ აგდებდა, მეორეს მხრივ ძალიან უსამართლო იყო თბილისის რესტონების მიმართ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვტილება, რომ თბილისის მახლობლად მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედ რესტორნებზეც გავრცელდება იგივე შეზღუდვა.

ახლა, ყველამ შედარებით უსაფრთხოდ უნდა გადავლახოთ ეს ტალღა და იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ ამ შეზღუდვის მოხსნას. ძალიან დიდი იმედი მაქვს საზოგადოების და ბიზნესის, რადგან მთავრობა ამ შემზღუდავი ღონისძიებებით მარტო ვერ შეაკავებს ამ ვირუსს. ამიტომ ორგანიზაციებმა დიდი თვითშეგნება უნდა გამოიჩინონ“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ე.წ ლოქდაუნის განმეორებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა