მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა SpinCar-ის მიერ ქართული სტარტაპის - Pulsar AI-ის შეძენის ფაქტს აფასებს

609bb20c582d3
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.21 15:00
661
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გლობალურ ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთი ლიდერი კომპანია SpinCar-ის მიერ ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის შეძენის ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მაღალტექნოლოგიური სტარტაპკომპანია გლობალურ ბაზარზე წარმატებით გავიდა.

„გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აღემატება. ვულოცავ ქართული სტარტაპის Pulsar AI - ის გუნდს ამ წარმატებას. ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს საქართველოში და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება და გამარჯვება გველის“, - განაცხადა თურნავამ.

ამ გარიგების შედეგად, Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და Pulsar AI - ის ყველა დასაქმებული ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ 2018 – 2019 წლებში სტარტაპი Pulsar AI-ი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით განხორციელებული 100 000 ლარისა და 650 000 ლარის ოდენობით თანადაფინანსების გრანტების გამარჯვებულია.

„ეკონომიკის სამინისტრო, ინოვაციების სააგენტოს მეშვეობით, 2014 წლიდან აქტიურად მხარს უჭერს სტარტაპეკოსისტემის განვითარებას და მსოფლიო ბანკთან ერთად უკვე 2018 წლიდან შევძელით უფრო მასშტაბური მხარდაჭერის პროექტები შეგვეთავაზებინა ქართველი სტარტაპებისთვის და დღეს ყველა უკვე ვხედავთ ამ შედეგებს. ეს პირდაპირი დასტურია, რომ საქართველოს მთავრობის ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებში და ტექნოლოგიებში სწორი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მზად ვართ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა განვახორციელოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.