მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ტურისტებს covid-შეზღუდვები არ უკვირთ

609cfe05c9b5e
ინგა მურუსიძე
13.05.21 14:30
500
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ღამით გადაადგილების შეზღუდვა და "კომენდანტის საათი" სხვა ქვეყნებშიც არის დაწესებული, ამიტომ ტურისტებს მსგავსი შეზღუდვები არ უკვირთ.

"ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და შაბათ-კვირის შეზღუდვები არ არის ქართული ნოუ-ჰაუ; მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიმართავს ამ შეზღუდვებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, არც ტურისტებს უკვირთ, რომ მსგავსი სახის შეზღუდვა იქნება. მეტიც, ტურისტები ამ ბოლო დროს მეტად კითხულობენ, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა, რამდენად იცავს სხვადასხვა პროტოკოლს და ა.შ. ქვეყანა, სადაც ელემენტარული შეზღუდვები არ არის დაცული, ეჭვს გამოიწვევს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე მთავრობა შეზღუდვებს გადახედავს.

ნათია თურნავა: ორ კვირაში შეზღუდვებს გადავხედავთ, მათ შორის - "კომენდანტის საათს"