მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება, ვიდრე ნავარაუდევი იყო

60a25ca4550d4
ინგა მურუსიძე
17.05.21 17:10
1128
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ტურიზმი იმაზე უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე ნავარაუდევი იყო.

მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება ხდება აცრის პარალელურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება.

„ვაქცინაცია გვაძლევს იმედს, რომ წელს უფრო კარგად ვმართავთ ეპიდემიას და გაუარესებული სტატისტიკა არ გვექნება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გავაძლიეროთ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, რომელიც სახეზეა. რა თქმა უნდა მეტად მიმზიდველები ვიქნებით უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის, თუკი შაბათ-კვირას შეეძლებათ კაფეებსა და რესტორნებში წავიდნენ, საღამოს საათებში შეეძლებათ სეირნობა ქუჩებში. ტურიზმის ინდუსტრია ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაშია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმაზე უფრო სწრაფად აღდგება ტურიზმი, ვიდრე ნავარაუდევი იყო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.