მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ვაქცინაცია სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორმაც უნდა წაახალისოს

6092a6aa5c516
ინგა მურუსიძე
05.05.21 18:07
471
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ აცრილი მოქალაქეებისთვის ბენეფიტების მინიჭებაზე არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ კერძო სექტორმაც უნდა იზრუნოს. განცხადება მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგნლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ ვაქცინაცია იყო. 

მინისტრის აზრით, ბენეფიტი შეიძლება, მაგალითად, აცრილი მოქალაქეებისთვის ფასდაკლებების შეთავაზება იყოს.

"არა მარტო ტურისტულ ინდუსტრიასთან, არამედ ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებით მიდის საუბარი თუ რა ბენეფიტები, შეღავათები გავცელდეს მათზე, ვინც აიცრება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეღავათები არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს, არამედ - კერძო სექტორის მხრიდანაც, მათ შორის ფასდაკლებების კუთხით. აცრილი მოქალაქეების წახალისებაზე ჩვენ და კერძო სექტორმა ერთად უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფასდაკლება აცრილი მომხმარებლისთვის - რესტორნების ასოციაციის ინიციატივა