მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: ვართ მძიმე კრიზისის წინაშე, ეს ასეა ცალსახად

5e85b4bd1f02d
ინგა მურუსიძე
02.04.20 14:08
813
„კანონმდებლობა, კონტრაქტები და რეზერვები გვაძლევს კურსთაშორისი სხვაობის რისკების დაზღვევის შესაძლებლობას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ "იმედის" ეთერში პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კურსთა შორის სხვაობის რისკს დააზღვევს, ამიტომ BMG დაინტერესდა, რა შეიძლება დაუჯდეს ბიუჯეტს აღნიშნული, მაგრამ მინისტრს დაახლოებითი თანხა არ დაუსახელებია. 

„ზოგადად, მაქსიმალურად ვცდილობთ ამ გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენს მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. ეს არის ძალიან რთული ამოცანა, ვინაიდან გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ვიმყოფებით და მეტიც, ვართ უფრო მძიმე კრიზისის წინაშე. ეს ასეა ცალსახად.

ჩვენი ყველა მცდელობა მიმართულია იქით, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ზემოქმედება. ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ კურსის დევალვაციის ზემოქმედება შეგვერბილებინა მოსახლეობის იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას. მიუხედავად იმისა, რომ კურსი გაუფასურდა გლობალური კრიზისის გამო, მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ სასაქონლო კალათაზე.

შემდეგი ნაბიჯი არის იგივე მიდგომა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან როგორც არაერთხელ ითქვა ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად გავაძლიერებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აქაც შეიქმნა ეს პრობლემები, რადგან კურსთაშორის სხვაობა მოქმედებს ფასზე. ყველა ჩვენი ღონისძიება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ეს არის ჩვენი რესურსი, კრიზისული საგანგებო ვითარება და ანტიკრიზისული ნაწილი. თუ კონკრეტულად მექანიზმები გაინტერესებთ, დღევანდელი კანონმდებლობა, ასევე კონტრაქტები იძლევა შესაძლებლობას და არსებობს რეზერვები, რომელსაც ავამოქმედებთ“, - განაცხადა თურნავამ.

სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კურსთა შორის სხვაობის რისკს დავაზღვევთ – პრემიერი