მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: წყალტუბოს შეუძლია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის დედაქალაქი

5dc9540a7f922
შოთა ტყეშელაშვილი
11.11.19 16:36
1807
"ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია დამუშავდება, შეიქმნება ჩვენ მიერ და ამ მარკეტინგულ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა წყალტუბო გახდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, იმიტომ რომ ამ კურორტს შესაბამისი პოტენციალი გააჩნია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წყალტუბოს პროექტის საჯარო განხილვისას.

მინისტრის თქმით, წყალტუბოში მდებარე 15 სანატორიუმის ფასი ქონების ეროვნული სააგენტოს შეფასებით ჯამში, 47.5 მილიონი ლარია.

"ქონების შეთავაზება მოხდება საბაზრო ფასად, თუმცა რეალურად საბაზრო ფასი დადგინდება ღია აუქციონის პირობებით, ღია მოთხოვნა-მიწოდების პირობებში. საწყისი ფასი რაც გვაქვს დღეს, ოფიციალური შეფასება ეს არის 47.5 მილიონი ლარი. 15 ობიექტია ამ დროისთვის სახელმწიფო საკუთრებაში. ვნახოთ, რამდენად რეალისტურია ეს ფასი, ეს გამოიკვეთება შესაბამისად აუქციონის პროცესში", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. 

15 სანატორიუმი, რომლის გამოსყიდვასაც ექს-პრემიერი გეგმავს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა. 

სანატორიუმების სია: 

სანატორიუმი "სამგურალი" 
სანატორიუმი "მეგობრობა" 
სანატორიუმი "გეოლოგი" 
სანატორიუმი "იმერეთი" 
სანატორიუმი "გელათი" 
სანატორიუმი "თბილისი" 
სანატორიუმი "რკინიგზელი" 
სანატორიუმი "აია" 
სანატორიუმი "ფილიალი" 
სანატორიუმი "უშიშროება" 
სანატორიუმი "წყალტუბო" 
სანატორიუმი "მედეა" 
სანატორიუმი "სავანე" 
სასტუმრო "წყალტუბო" 
სანატორიუმი "სინათლე" 

პროექტის ტექნიკური დეტალები, ასევე პრივატიზაციის ვადები ჯერ-ჯერობით საჯაროდ ცნობილი არაა.