მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა: "ხუდონის მშენებლობაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ"

5db00e2b44b38
თელარა გელანტია
23.10.19 12:23
1107
„ხუდონის მშენებლობაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ენერგეტიკულ პროექტებზე საუბრისას bm.ge-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ხუდონის მშენებლობაზეც უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორ დავასტრუქტურიროთ ეს პროექტი იმდაგვარად, რომ ნაკლები სოცილური პრობლემა, ნაკლები გარემოს დაცვითი რისკი იყოს. ჩვენ ძალიან მყარად გვაქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომ მცირე, მწვანე, გარემოს დაცვითი თვალსაზრისით უვნებელ სადგურებთან ერთად, რა თქმა უნდა, წინ წავწიოთ სხვა პროექტებიც“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ხუდონჰესი იმ  115 ჰესიის პროექტს შორისაა, რომელთა ამუშავებას მთავრობა 2027 წლის ჩათვლით ელოდება.