05.ნოემბერი .2019 19:20

ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან აბრეშუმის გზის შემდგომ განვითარებაზე იმსჯელა

views 190
უკან

საქართველო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სატრანსპორტო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან, ლი სიაოფენგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან, ლი სიაოპენგთან საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით სხვადასხვა სამუშაო ფორმატზე შედგა საუბარი.

ნათია თურნავას განცხადებით, შეიქმნა ერთობლივი ჯგუფი, რომელიც განიხილავს ჩვენი ტრანსკასპიური მარშრუტის მოქცევას ჩინეთის შიდა სტრატეგიაში და ე.წ. პრიორიტეტულ მარშუტებს შორის და ეს იქნება გარკვეული ინდიკაცია ჩინური გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომ მეტწილად ისარგებლონ ჩვენი მარშუტით.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა ჩინეთის პრეზდენტის სი ძიანპინის „ერთი გზა, ერთი სარტყელის" ინიციატივას და ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს 2017 წლიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს და აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება მსოფლიოს მხოლოდ 24 ქვეყანასთან გააჩნია.

„რეგიონში საქართველო ერთადერთია, ვისაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული", - დასძინა ნათია თურნავამ.

როგორც ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ჩინეთი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სატვირთო, სამგზავრო მარშუტების დივერსიფიკაციას და ტრანსკასპიური მარშუტი, სადაც ისტორიულად, საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებს, ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია.

„აქედან გამომდინარე, საქართველო ჩინეთის მთავრობის მხრიდან განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდებარეობის გამო", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ტვირთბრუნვა სულ უფრო იზრდება და მხოლოდ გასულ წელს ტვირთბრუნვის ზრდის მაჩვენებელმა 10%-ს მიაღწია.

„რეალურად ვხედავთ ტვირთბრუნვის ზრდას, რაც იმის შედეგია, რომ ძალიან დიდი ინვესტიციებს ვახორციელებთ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში, იქნება ეს საპორტო, სარკინიგზო ინფრასტრქტურა, თუ საგზაო ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით ხდება საექსპორტო ტვირთების დივერსიფიცირება და სწორედ ამის დასტურია, რომ შანხაის გამოფენაზე წარმოდგენილი ვართ საკმაოდ დიდი დელეგაციით, რომელიც იმ კერძო კომპანიებისგან შედგება, ვისაც ჩინეთისთვის საკუთარი პროდუქციის მიწოდება სურს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აქვს საზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთ ყველაზე მარტივი პროცედურა, რომელსაც 3-დან 4 დღემდე სჭირდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია დერეფაში.

„სწორედ აქედან გამომდინარე ჩინეთი მეტ მხარდაჭერას უცხადებს თავის გადამზიდავ კოპანიებს, ვინც ისარგებლებს ამ მარშუტით, სთავაზობს გარკვეულ სუბსიდიებს, სთავაზობს შეღავათიან ტარიფებს. შესაბამისად, ტრანსპორტის მინისტრთან ასევე ვისაუბრეთ, როგორ გაავრცელონ ეს მხარდამჭერი მიდგომები ჩინეთის სხვა ქალაქებიდან წამოსულ ტვირთებზეც", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა