ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, რომელსაც პოსტი 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე ეკავა და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა, სს „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის“ (ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
საწარმოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა.
მინისტრის განცხადებით, 2022 წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიცაა „ესკო“. მისი თქმით, კომპანიამ უნდა შეასრულოს დამაბალანსებელი როლი ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარს და იმ მომხმარებელს შორის, როგორიცაა მოსახლეობა, მცირე ბიზნესი, რომლებსაც ელექტროენერგიის რეგულირებადი ტარიფით მიეწოდებათ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქციაა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება „ესკოს“ ხელმძღვანელად დაგვენიშნა განსაკუთრებით გამოცდილი კადრი, მინისტრის ყოფილი მოადგილე და ენერგეტიკის სექტორის კურატორი დავით თვალაბეიშვილი. ის ეფექტურად ახორციელებდა ენერგეტიკის კოორდინაციას და ყველაზე მეტად იცის, რა გამოწვევების წინაშე დადგება სექტორი მომავალში. „ესკოს“ გაძლიერებული გუნდი შეასრულებს იმ ამოცანებს, რასაც ითვალისწინებს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი რეფორმირება და ევროპული ტიპის ენერგეტიკული ბაზრისადმი მისი დაახლოება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა „ესკოს“ ყოფილ ხელმძღვანელს ზაზა დვალიშვილს, რომელიც რჩება სისტემაში და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ