მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას ახალი მოადგილე ჰყავს

60470f079a35f
თელარა გელანტია
09.03.21 09:59
2499
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ გურამ გურამიშვილი დაინიშნა.

ის მანამდე სს „საქართველოს რკინიგზაში“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995 - 2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

შეგახსენებთ: რამდენიმე თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტი აკაკი საღირაშვილმა დატოვა და იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა.

ამჟამად ნათია თურნავას 6 მოადგილე ჰყავს.