მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას განცხადებით, წყალტუბოს ქონების საპრივატიზაციო ფასი 47.5 მილიონია

5dc937ffe55df
შოთა ტყეშელაშვილი
11.11.19 14:31
1142

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, წყალტუბოში მდებარე 15 სანატორიუმის ფასი ქონების ეროვნული სააგენტოს შეფასებით ჯამში 47.5 მილიონი ლარია. ამასთანავე, თურნავა უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "წყალტუბოს განვითარების პროექტის" ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტების შეძენასაც გეგმავს. 

"ქონების შეთავაზება მოხდება საბაზრო ფასად, თუმცა რეალურად საბაზრო ფასი დადგინდება ღია აუქციონის პირობებით, ღია მოთხოვნა-მიწოდების პირობებში. საწყისი ფასი რაც გვაქვს დღეს, ოფიციალური შეფასება ეს არის 47.5 მილიონი ლარი. 15 ობიექტია ამ დროისთვის სახელმწიფო საკუთრებაში. ვნახოთ, რამდენად რეალისტურია ეს ფასი, ეს გამოიკვეთება შესაბამისად აუქციონის პროცესში. 

არავინ არ აპირებს კერძოს გამოსყიდვას. პირიქით, დღეს თუ ადევნებდით დღევანდელ შეხვედრას, კერძო ბიზნესი ძალიან იმედიანადაა და აპირებს საკუთარი ინვესტიციების გაძლიერებას ამ მთლიან გეგმაში", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 


მინისტრის თქმით, პროექტი 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს. 

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. 

15 სანატორიუმი, რომლის გამოსყიდვასაც ექს-პრემიერი გეგმავს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა. 

სანატორიუმების სია: 

სანატორიუმი "სამგურალი" 
სანატორიუმი "მეგობრობა" 
სანატორიუმი "გეოლოგი" 
სანატორიუმი "იმერეთი" 
სანატორიუმი "გელათი" 
სანატორიუმი "თბილისი" 
სანატორიუმი "რკინიგზელი" 
სანატორიუმი "აია" 
სანატორიუმი "ფილიალი" 
სანატორიუმი "უშიშროება" 
სანატორიუმი "წყალტუბო" 
სანატორიუმი "მედეა" 
სანატორიუმი "სავანე" 
სასტუმრო "წყალტუბო" 
სანატორიუმი "სინათლე" 

პროექტის ტექნიკური დეტალები, ასევე პრივატიზაციის ვადები ჯერ-ჯერობით საჯაროდ ცნობილი არაა.