მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას იმედი აქვს, რომ პანდემიის მიუხედავად უცხოური ინვესტიციები გაიზრდება

5f4cba9aa69d8
ინგა მურუსიძე
31.08.20 13:00
816
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ინვესტიციებთან დაკავშირებით პროგნოზი არის კეთილსაიმედო".

როგორც თურნავა ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პანდემიის პერიოდში ინვესტორები უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენენ, საქართველო, სავარაუდოდ, იქნება ის გამონაკლისი, სადაც მიუხედავად პანდემიისა, საერთაშორისო ინვესტიციები გაიზრდება.

"ინვესტიციების ზრდის ნიშნები გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი განხორციელდა ინვესტიციები, ეს იყო ენერგეტიკის სექტორში ინვესტიცია, ასევე, იყო გიგანტი ენერგეტიკული იაპონური კომპანია, ასევე, არის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ. საქართველო არის კეთილსაიმედო პანდემიის მიუხედავად და შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად კეთილსაიმედოც... ბევრი ინვესტორი მოძებნის ახლა უსაფრთხო ქვეყანას და უსაფრთხო პლატფორმას“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: 2020 წლის I კვარტალში საქართველოში  165.4 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 41.7%-ით ნაკლებია. მეორე კვარტლის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა.