მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას, მიხეილ ჩხენკელს და ეკატერინე ტიკარაძეს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ

5dfb525cda541
ინგა მურუსიძე
19.12.19 14:34
877
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების და ჯანდაცვის მინისტრებს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ.

ნათია თურნავას, მიხეილ ჩხენკელს და ეკატერინე ტიკარაძეს დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ და კითხვებს დაუსვამენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სთხოვა, მინისტრების მოსმენისთვის კარგად მოემზადონ, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამივე სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. 

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თალაკვაძემ განაცხადა, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და ხვალინდელ სხდომას არ დაესწრებიან.