მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას მოადგილემ თანამდებობა დატოვა

600689ddb2c43
თელარა გელანტია
19.01.21 11:26
4689
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი იუსტიციის სამინისტროში გადაიყვანეს, თან ისევ მინისტრის მოადგილის პოზიციაზე. ის მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა.

რა გახდა საკადრო გადაადგილების მიზეზი უცნობია. Bm.ge-ის მცდელობის მიუხედავად, თურნავას უწყების პრეს-სამსახურში კომენტარი არ გააკეთეს.

ცნობისთვის:2018 წლიდან დღემდე აკაკი საღირაშვილი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

აკაკი საღირაშვილი გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); 1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

ამჟამად ნათია თურნავას 5 მოადგილე ჰყავს.