მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

National Interest-ი საქართველოს მიერ ციფრული აბრეშუმის დერეფნის ხელშეშლაზე სტატიას აქვეყნებს

60c9caeb54be1
BM.GE
16.06.21 13:54
760
ამერიკული გამოცემა The National Interest-ი კავკასიის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან და ციფრული აბრეშუმის დერეფანის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტს აფერხებს, ხოლო კავკასიის ეკონომიკის განვითარებისთვის კი რეგიონის წევრი ქვეყნების მხრიდან უფრო მეტი ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. წარმოდგიგდენთ ამ სტატიის თარგმანს:

“კავკასიის რეგიონი სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო გზაჯვარედინზე დგანან. გასულ წელს მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სისხსლისმღვრელი კონფლიქტი იყო. სწორედ ამ ფონზე, კავკასიაში მიმდინარეობს დისკუსია მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გავლით შეიქმნას ახალი მაკავშირებელი ინფრასტრუქტურა ევროპასა და აზიას შორის. ამ მხრივ დამატებით გაურკვევლობას ქმნის პოლიტიკური არასტაბილურობისა და სამართლებრივი დავების წარმოშობა საქართველოში.

ეს წინააღმდეგობები რეგიონის არშემო არსებულ გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით გასაკვირი არ არის. კავკასიას ესაზღვრვებიან დიდი და გავლენიანი მეზობლები, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი და ირანი, რომლებიც კავკასიაზე საკუთარი გავლენების მოხვევას ცდილობენ. ევროკავშირი და ჩინეთი კი წარმოადგენენ უზარმაზარ ბაზრებს, რაც რეგიონის ქვეყნების საექსპორტო და სატრანზიტო მნიშვნელობას კიდევ უფრო ამაღლებს. ამასთანავე, ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ინტერესია, რომ შემცირდეს რუსეთის გავლენა რეგიონზე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეხმარება, რათა მათ უფრო მჭიდრო კავშირები შექმნან დასავლეთთან.

ამ გარემოებათა ერთობლიობა კავკასიაში ფეთქებადსაშიშ ვითარებას ქმნის, თუმცა ამავდროულად რეგიონს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების პოტენციალი. თუკი “ნულოვანი ჯამის თამაში” იქნება დაძლეული მაშინ საერთო სარგებლის მომტანი პროექტების განხორციელებაც მოხდება. ამის მაგალითია 11 იანვარს, რუსეთისა და აზერბაიჯანის ასევე სომხეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლითაც მხარეები ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე შეთანხმდნენ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სომხეთი მსგავს ინიციატივაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, რეგიონში ციფრული კავშირის გაზრდა და ციფრული აბრეშუმის დერეფანის პროექტის განხორციელებაც იგეგმება. ეს ინიციატივა აზერბაიჯანულ NEQSOL ჰოლდინგს ეკუთვნის და მიზანია, რომ შექმნას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც კავკასიის რეგიონს გაივლის. ეს პროექტი ქვეყნების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას და ციფრული ინფრასტრუქურის განვითარებას ისახავს მიზნად - COVID-19-ის პანდემიის ფონზე კი კარგად გამოჩნდა თუ რამდენად დიდია ციფრული კავშირების მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოსთვის.

თუმცა დასახელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკანასკნელ პერიოდში საფრთხე შეექმნა. სომხეთმა 1 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომ უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით შეაჩეროს მონაწილეობა სამმხრივ დიალოგში, რომელიც ინფრასტრუქტურულ კავშირებს ეხება. ამავდროულად, ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტი განიცდის ზეწოლას საქართველოს მთავრობის მხრიდან. საქართველოს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაუპირისპირდა NEQSOL ჰოლდინგის მიერ კომპანია “კავკასუს ონლაინის” შესყიდვას. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და მისი მონაწილეობის გარეშე ციფრული აბრეშუმის გზის განვითარება ფაქტობრივად ბლოკირებულია.

ამ გამოწვევების მიუხედავად, არსებობს მინიშნებები, რომ რეგიონში უფრო კონსტრუქციული გარემოს შექმისკენ ნაბიჯების გადადგმა კვლავ შესაძლებელია. 12 ივნისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მედიაციით 15 სამხედრო ტყვის სამშობლოში დაბრუნების შესახებ გააფორმეს შეთანხმება. ამასთანავე, საქართველოში ევროკავშირის მედიაციის მეშვეობით მმართველ პარტია “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ სპექტრს შორის დასრულდა მრავალთვიანი პოლიტიკური კრიზისი. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ რეგიონის მასშტაბით პოლიტიკური კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია.

უფრო რომ დავაზუსტოთ, ეს მაგალითები არის მცირე ნაბიჯები და შესაძლოა მათი უკუსვლაც მოხდეს. კავკასიაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევები ახლოვდება, მათ შორის 20 ივნისს სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, რამაც შეიძლება შექმნას ახალი პოლიტიკური დინამიკა, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ეკონომიკური და ციფრული კავშირების განმტკიცებით და პოლიტიკური დავის მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობით, თუნდაც გეოპოლიტიკური შეზღუდვების გათვალისწინებით, კავკასიის თითოელ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მიიღოს უფრო მეტი სარგებელი როგორც საკუთარი თავისთვის ასევე სხვა ქვეყნებისთვისაც,"- ნათქვამია სტატიაში.