მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიპ. ურთიერთობის გაწყვეტა უკრაინის რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია“ – რუსეთის საგარეო

6217798d1f31c
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.22 16:16
724
უკრაინასთან ურთიერთობის გაწყვეტა ჩვენი არჩევანი არ არის, მაგრამ კიევის ქმედება მისი რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ეს ჩვენი არჩევანი არ არის. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა კიევის ხელისუფლების მიზანმიმართული რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია, რომელიც 2014 წლის სისხლიანი გადატრიალებით დაიწყო, 2018 წელს მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ არსებული შეთანხმება და კანონების მთელი ერთიანობა დაირღვა, რომელიც უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციული უფლებისკენ იყო მიმართული“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმების გადაწყვეტილება დღეს მიიღო, მას შემდეგ, რაც რუსეთი ქვეყანაში შეიჭრა და დაბომბვა დაიწყო. უკრაინაში საომარი ვითარებაა გამოცხადებული.