მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-ს გენ მდივნის თანამდებობაზე ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი მოიაზრება - Politico Europe

60f55562b0c10
თათია კაკიაშვილი
19.07.21 14:31
3879
იენს სტოლტენბერგის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე მოიაზრება. ამის შესახებ გამოცემა LRT Politico Europe-ზე დაყრდნობით წერს.

სტოლტენბერგი თანამდებობას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს და აღნიშნულ პოზიციაზე 2022 წლის სექტემბრამდე დარჩება. სავარაუდოდ, მისი შემცვლელის ვინაობაც სულ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.

Politio Europe-ის ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სულ 3 კანდიდატი მოიაზრება: ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი; ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე და ესტონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, კერსტი კალულაიდი.

ამასთან, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ბალტიისპირეთის მემკვიდრის არჩევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ძალიან მტრული გადაწყვეტილება მოსკოვის მიმართ”.

რაც შეეხება დალია გრიბაუსტაიკეს, ის ლიეტუვის პრეზიდენტის პოსტს ორი ვადით - 2009-დან 2019 წლამდე იკავებდა.