მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-ს გენმდივანი: პუტინის ბირთვული გაფრთხილება საშიშია

621b9a04de562
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 19:31
741
Nato-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის „ბირთვული გაფრთხილება“ ძალიან საშიშია.

„რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას დაუმატებ იმას, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებენ - ომს დამოუკიდებლობას, სუვერენულ ქვეყანას უპირისპირებენ და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას ახორციელებენ - ეს ვითარებას კიდევ უფრო მეტად სერიოზულს ხდის“, - განუცხადა მან CNN-ს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ რუსეთის ბირთვული ძალები აშშ-ის ელჩი გაეროში ლინდა თომას–გრინფილდიც ეხმაურება, რომელიც ამ ნაბიჯს "სრულად მიუღებელს" უწოდებს.