მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-ს პარტნიორების, საქართველოსა და ბოსნიას მხარდასაჭერად მეტი უნდა გაკეთდეს - სტოლტენბერგი

624c59915fc27
გიორგი თოლორდავა
05.04.22 19:13
790
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს NATO-ს პარტნიორი ქვეყნების, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერა, რადგან ისინი დაუცველები არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან.

„ვიმედოვნებთ, რომ გადაწყდება მეტის გაკეთება NATO-ს იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებიც დაუცველები არიან რუსეთისგან მომდინარე საფრთხის წინაშე, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის.

ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გააქტიურებით, დავეხმარებით ჩვენს პარტნიორებს - გააძლიერონ მედგრობა და განახორციელონ ნებისმიერი მომავალი აგრესიის პრევენცია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაიმართება NATO-ს ლიდერებთან შეხვედრები, მომავალ კვირას კი გენერალური მდივანი NATO-ს მოკავშირეებს შეხვდება. სტოლტენბერგის განცხადებით, ის ელის საქართველოს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრას.