მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-ს წევრები საქართველოს და ბოსნიის მხარდაჭერის გაზრდაზე შეთანხმდნენ - სტოლტენბერგი

624eff63ccbe0
გიორგი თოლორდავა
07.04.22 19:17
1281
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დახმარება გაუზარდონ.

„NATO- წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს უნდა დავეხმაროთ, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერება. მაგალითად, ასეთი ქვეყნებია: საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა.

ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ საქართველოს მხარდაჭერა NATO-საქართველოს შორის არსებულ პაკეტის საშუალებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: კიბერუსაფრთხოება, სიტუაციური ცნობიერება და უსაფრთხო კომუნიკაციები“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.