მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავს - სტოლტენბერგი

6217730449322
ინგა მურუსიძე
24.02.22 16:10
988
NATO უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლობის გაგზავნას არ გეგმავს, - ამის შესახებ ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინაში NATO-ს სამხედრო ძალების წარმომადგენლები არ იმყოფებიან.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი გეგმა, რომ NATO-ს ძალები განვათავსოთ უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ გაზრდილი წარმომადგენლობა გვაქვს ალიანსის აღმოსავლეთის საზღვრებთან. უკრაინა NATO-ს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია მას მხარს ვუჭერთ არაერთი წელია – ვეხმარებით, რომ მათი სამხედრო ძალები იყოს გაწვრთნილი ისე, რომ პასუხი გასცენ სხვადასხვა საფრთხეს.

უკრაინაში NATO-ს სამხედრო ძალები გაგზავნა გეგმაში არ გვაქვს, თუმცა ვიცავთ ჩვენი წევრების უსაფრთხოებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.