მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნატოს სათაო ოფისში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

5e66272d3bfe3
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.20 15:26
1518
დღეს ნატომ კორონავირუსის შემთხვევა დაადასტურა. ვირუსით ინფიცირებულია ნატოს სათაო ოფისის ერთი თანამშრომელი. ამის შესახებ ინფორმაციას EUobverver.com-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ნატოს თანამშრომელი ახლახანს დაბრუნდა ჩრდილოეთ იტალიიდან. ამჟამად ინფიცირებული საკუთარ სახლში თვითიზოლაციაშია.

ნატომ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად; მათ შორის შეაჩერა თანამშრომელთა საქმიანი ვიზიტები და მოუწოდა თანმშრომლებს, სახლიდან იმუშაონ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს მასშტაბით 111,275 შეადგინა; გარდაიცვალა 3,882 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 62,661 პაციენტი.