მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავალნის ფონდის სტუდია და თანამშრომელთა ნაწილი საქართველოში გადმოდის - RBK

60957946cc60f
თამთა ჯიჯავაძე
07.05.21 21:26
2641
ნავალნის ფონდის სტუდია და თანამშრომელთა ნაწილი საქართველოში გადმოდის - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა RBK წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, საქართველოში უკვე გადმოვიდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის გიორგი ალბუროვი, რუსლან შავედინოვი და რამდენიმე ტექნიკური პერსონალი.

“ფაქტია, რომ საქართველოში იმყოფებიან ფონდის თანამშრომლები, ეს არც არის დამალული ორგანიზაციაში, ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცის. ისინი გეგმავენ სტუდიის გახსნას და Навальный LIVE-ის თბილისიდან ან მის მიმდებარე ტერიტორიიდან გაშვებას, ისინი გზავნიან შესაბამის აღჭურვილობას Навальный LIVE-ის მოსკოვის სტუდიიდან“, - განუცხადა RBK-ს წყარომ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ორგანიზაციაში ერთად იქნა მიღებული და სულ მცირე ათი ადამიანი ფონდიდან უკვე საქართველოშია.

ცნობისთვის, აპრილის შუა რუცხვებში, მოსკოვის პროკურატურამ ნავალნის ფონდის სათავო ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და დაასკვნა, რომ ფონდის მუშაობის მიზანი საკონსტიტუციო სისტემის ცვლილებისთვის საჭირო პირობების შექმნა იყო. აპრილის ბოლოს კი მოსკოვის საქალაქო სასამართლომ კორუფციასთან ბრძოლის ფონდსა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს, აუკრძალა საქმიანობა მანამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტს, არის თუ არა ორგანიზაციები ექსტრემისტულები.