03.სექტემბერი .2019 19:06

ნავთობი დაახლოებით 2 დოლარით გაიაფდა

უკან

სამშაბათის ვაჭრობის შემდეგ ნავთობის ფასები მსოფლიო ბაზარზე ისევ დაეცა.

ამ დროის მონაცემებით, Bloomberg -ის ბაზაში Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე (159 ლიტრი) 57,49 ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული დღის ვაჭრობაზე 1,17 დოლარით ნაკლებია.

რაც შეეხება West Texas Intermediate-ს, ამ სახეობის ნავთობის ფასმა $1,88-ით დაიკლო და ბარელზე $53,22-ით განისაზღვრა. 

როგორც ბაზრის დამკვირვებლები განმარტავენ, ნავთობზე ფასების ვარდნა აშშ-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტს უკავშირდება.  ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბული ურთიერთობა ფასებზე მომავალშიც აისახება.