მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობი, ფქვილი, ქვანახშირი - საქართველომ რუსეთიდან იმპორტი $160 მილიონით გაზარდა

62b029f64671c
შოთა ტყეშელაშვილი
20.06.22 12:10
925
საქართველომ რუსეთთან როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი გაზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთიდან 553.9 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 160 მილიონით მეტია. ამ მაჩვენებლით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი საიმპორტო ბაზარია. 

3.7%-იანი მატებაა ექსპორტში, რადგანაც იანვარ-მაისში რუსეთის ფედერაციაში 210.2 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა. შედეგად, რუსეთმა მესამე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნდა. 

იმპორტში პირველ ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს, რომლის იმპორტიც 124.3 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 148%-ით მეტია. 

გაზრდილია ნავთობის იმპორტის ღირებულება და მოცულობაც. თუკი 2021 წლის 5 თვეში საქართველომ 50 მილიონი დოლარის 95,800 ტონა რუსული ნავთობპროდუქტები შეიძინა, წელს ეს თანხა $124.3 მილიონამდე და 138,600 ტონამდეა გაზრდილი. 

რუსული იმპორტის TOP-ხუთეული ასე ნაწილდება:

1) ნავთობპროდუქტები - $124.3 მილიონი, 138,600 ტონა, მატება 148%;
2) ბუნებრივი აირი - $38.9 მილიონი, 152,900 ტონა, კლება 32.6%;
3) ქვანახშირის კოქსი - $22.8 მილიონი, 40,600 ტონა, მატება 171%;
4) ხორბლის ფქვილი - $22.4 მილიონი, 63,300 ტონა, მატება 1217%;
5) მარგარინი - $22.3 მილიონი, 13,500 ტონა, მატება 686%. 

რუსეთში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელი ფეროშენადნობებია, რომელთა ექსპორტიც წელს 44%-ით გაიზარდა და $79.3 მილიონს მიაღწია. 

საქართველოს TOP-5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:

1) ფეროშენადნობები - 79.3 მილიონი დოლარი, 37,900 ტონა, მატება წინა წელთან 44%;
2) ღვინოები - 46.1 მილიონი დოლარი, 17,000 ტონა, კლება წინა წელთან 3.1%;
3) მინერალური და მტკნარი წყლები - 17 მილიონი დოლარი, 31,800 ტონა, კლება წინა წელთან 31%;
4) სპირტიანი სასმელები - 9.9 მილიონი დოლარი, 2,400 ტონა, კლება წინა წელთან 24%;
5) გაზირებული წყლები შაქრით - 8.8 მილიონი დოლარი, 13,900 ტონა, კლება წინა წელთან 13.7%.