მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობი ისევ გაიაფდა

5daea8318f70e
მიხეილ ხაჩიძე
22.10.19 12:00
911
სამშაბათს ვაჭრობაზე ნავთობი ისევ გაიაფდა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ბაზრებზე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ახალ სიგნალებს ელოდებიან, რასაც ნავთობის მსოფლიო მოთხოვნილების პერსპექტივისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 

როგორც უცხოური ბიზნეს პორტალები იუწყებიან, სამშაბათს, Brent-ის ფიუჩერსული ფასი ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე 0,12 აშშ დოლარით შემცირდა და ბარელზე $58,84 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ნავთობის ფასი ორშაბათის ვაჭრობაზეც $0,46-ით იყო დაცემული პარასკევთან შედარებით და ბარელზე $58,96 ღირდა.



რაც შეეხება მეორე პოპულარული ტიპის ნავთობს, WTI-ის ფასი, ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ამ დროისთვის 0,11 დოლარით არის შემცირებული და ბარელი $ 53.2 ღირს.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებამ რომ ”ჩინეთთან შეთანხმება ძალიან წარმატებით მიმდინარეობს”, ორშაბათს მოვაჭრეების განწყობა გააუმჯობესა. აშშ-ს ვაჭრობის წარმომადგენელმა რობერტ ლაითჰიზერმა კი, თავის მხრივ განაცხადა, რომ ელოდებიან, როდის მოეწერება ხელი ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების პირველ ფაზას.