მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობიმპორტიორთა კავშირი: მაისში თხევადი გაზის იმპორტი გაიზარდა

5ef1ae3b96de9
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.20 11:52
1278
2020 წლის იანვარ-მაისში თხევადი გაზის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50.4%-ით გაიზარდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იანვარ-მაისში იმპორტირებული თხევადი გაზის მთლიანი მოცულობის 34.1%-ს 2901 კოდის ქვეშ არსებული პროდუქტის შეადგენდა, რაც აქციზის გადასახადით არ იბეგრებოდა.

„2020 წლის მაისის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3.5 ათასი ტონა, რაც 1.6 ათასი ტონით ანუ 84.2%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (1.9 ათასი ტონა) შედარებით და 0.8 ათასი ტონით ანუ 29.6%-ით - გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან (2.7 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, იმპორტის თითქმის მთელი ოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 17.6 ათასი ტონა, რაც 5.9 ათასი ტონით ანუ 50.4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11.7 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 94.9% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.
თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს ესნ კოდით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათხევადებული აირების იმპორტის მთელი რაოდენობიდან 6.0 ათასი ტონის ანუ 34.1% იმპორტი განხორციელდა სეს ესნ კოდით 29011000000 (ორგანული ქიმიური ნაერთები ნახშირწყალბადები), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი“, - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვით თხევადი აირი, ეთილენი, პროპილენი და კიდევ რამდენიმე ტიპის აირი, 300 ლარით დაიბეგრება. შესაბამისად კოდ 2711 (ნავთობის აირები და აირისებრი ნახაშირწყალბადი) - 1 ტონა თხევადი გაზის მოცულობა 2 000 ლიტრს შეადგენს დაიბეგვრას ექვემდებარება ასევე კოდი - 2901 (ნახშირწყალბადები აციკლური) კოდის ქვეშ - 1 700 ლიტრს, რომლის აქციზის გადასახადი ცვლილებების მიღებამდე 0 ლარს შეადგენდა. ხოლო 2711-ის შემთხვევაში აქციზის ორ ეტაპიანი გადახდა მოქმედებდა, რომელიც ასევე 300 ლარს შეადგენდა. „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად აქციზის გადახდა იმპორტის განხორციელებისთანავე ერთ ეტაპად მოხდება.