მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის ბაზრის მიმოხილვა

5dac78d36b5b3
ლევან თაღიაშვილი
21.10.19 09:20
985
ნავთობის ბირჟაზე გასული 1 კვირის განმავლობაში დაახლოებით 1 დოლარიანი ვარდნა დაფიქსირდა, თუმცა მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა და ამჟამად ნიუ-იორკში 1 ბარელი ნავთობის ფასი 53 დოლარი და 78 ცენტია.

ტრენდი განმეორდა ლონდონშიც, სადაც უკეთესი ხარისხის ნავთობი ივაჭრება. ამჟამინდელი ფასი ბარელ ნავთობზე 59 დოლარი და 42 ცენტია.

საუდის არაბეთში, სადაც კრიზისი ახალი ჩამცხრალია, უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობის კომპანია Saudi Aramco პირველად საჯარო შეთავაზების(IPO) გაკეთებას აპირებდა, თუმცა, მისი დალისტვა საფონდო ბირჟაზე სწორედ კრიზისის გამო გადაიდო. 

გარდა ამისა, ანალიტიკოსები ელოდებიან OPEC-ის გაფართოებულ შეხვედრას, რომელიც დეკემბერში გაიმართება და დიდი ალბათობით ქვეყნები მოპოვებას კიდევ ერთხელ შეამცირებენ. შეგახსენებთ, რომ მსლოფიოში მოთხოვნა ბოლო პერიოდში დღეში თითქმის 100 ათასი ბარელითაა შემცირებული, მოპოვება კი 400 ათასი ბარელით მომატებული.

Oilnews-ის ინფორმაციით, საქართველოში ფასები უკვე რამდენიმე კვირაა არ იცვლება. ყველაზე იაფად ბენზინის შეძენა როგორც პრემიუმის, ისე რეგულარის „ლუკოილშია" შესაძლებელი. პრემიუმის ღირებულება 2 ლარი და 59 თეთრია, რეგულარის კი -  2 ლარი და 45 თეთრი.