მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობის და გაზის ფასები ეცემა | ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

64180cc2ca1ea
გიორგი თოლორდავა
20.03.23 11:36
800
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი Brent-ის ფასი დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დამატებით 2.5%-ით დაეცა და ამჟამად მისი ღირებულება 71 დოლარს შეადგენს. ერთკვირიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 12%-ს აჭარბებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ნავთობი 35%-ითაა გაიაფებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება WTI Crude-თან მიმართებითაც, მისი ფასი ბარელზე 65 დოლარს შეადგენს, ვარდნის მაჩვენებელი კი ერთ კვირაში 13%-ია; ერთწლიან პერიოდში კი WTI თითქმის 40%-ითაა გაიაფებული.

მკვეთრად მცირდება რუსული ნავთობის ფასიც, ბარელი Urals-ის ღირებულება ბირჟაზე 49 დოლარს შეადგენს, მისი ფასი კი ერთ კვირაში 17.7%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ერთწლიან პერიოდს, საერთაშორისო ბირჟაზე რუსული ნავთობი 45%-ითაა გაიაფებული.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე ერთ კვირაში 17%-ითაა შემცირებული და ამჟამად 40 ევროს შეადგენს.

აგრეთვე მკვეთრად დაეცა ბრიტანული გაზის ფასიც, რომელიც ერთ კვირაში 22%-ით, ხოლო ერთ წელიწადში 57%-ითაა გაიაფებული.

საერთაშორისო ბირჟებზე არსებული დაღმასვლის ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური რისკების ზრდითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, მსხვილი ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების გაკოტრება იწვევს.