საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი Brent-ის ფასი დღევანდელ სავაჭრო სესიაზე დამატებით 1%-ით დაეცა და ამჟამად მისი ღირებულება 73 დოლარს შეადგენს. ერთკვირიან ჭრილში ვარდნის მაჩვენებელი 6%-ს აჭარბებს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ნავთობი 33%-ითაა გაიაფებული.
დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება WTI Crude-თან მიმართებითაც, მისი ფასი ბარელზე 67 დოლარს შეადგენს, ვარდნის მაჩვენებელი კი ერთ კვირაში 6.5%-ია; ხოლო ერთწლიან პერიოდში WTI თითქმის 37%-ითაა გაიაფებული.
მკვეთრად მცირდება რუსული ნავთობის ფასიც, ბარელი Urals-ის ღირებულება ბირჟაზე 48 დოლარს შეადგენს, მისი ფასი კი ერთ კვირაში 16.5%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება ერთწლიან პერიოდს, საერთაშორისო ბირჟაზე რუსული ნავთობი 50%-ითაა გაიაფებული.
დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ევროპული ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება მეგავატ-საათზე ერთ კვირაში 11%-ითაა შემცირებული და ამჟამად 39 ევროს შეადგენს.
აგრეთვე მკვეთრად დაეცა ბრიტანული გაზის ფასიც, რომელიც ერთ კვირაში 25%-ით, ხოლო ერთ წელიწადში 60%-ითაა გაიაფებული.
საერთაშორისო ბირჟებზე არსებული დაღმასვლის ტენდენცია მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური რისკების ზრდითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, მსხვილი ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების გაკოტრება იწვევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი