17.დეკემბერი .2022 16:00

ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა - ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა

ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა - ენერგეტიკული ბირჟის მიმოხილვა
views 612
უკან

მიმდინარე კვირის ბოლო სავაჭროა სესია საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენციით დაიხურა - ნავთობის ფასი საშუალოდ 3%-ით შემცირდა, რის შედეგად, ბარელი Brent-ის ღირებულება 79 დოლარამდე დაეცა, WTI Crude-ის ღირებულება კი 74 დოლარამდეა შემცირებული.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ამჟამად ბარელი Urals-ის შეძენა 57 დოლარადაა შესაძლებელი, რაც გასულ თვესთან შედარებით 22%-ით ნაკლებია.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, საშუალოდ ევროპაში გაზის ღირებულება 14%-ით დაეცა და ამჟამად ევროპული ბენჩმარკის - Dutch TTF-ის ფასი მეგავატ-საათზე 115 ევროს შეადგენს.

ენერგეტიკული ბირჟის შემცირება მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებითაა განპირობებული, სწორედ მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და, მათ შორის, შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკებმაც კი რეფინანსირების განაკვეთები გაზარდეს.

ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური აქტივობის შემცირებას და საწვავზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება ენერგორესურსების ფასებზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა